FBI-ის დირექტორი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით აშშ-ის სასამართლო კომიტეტის მოსმენაზე იმყოფებოდა.
კრისტოფერ ურეის თქმით, მისი სააგენტო დეტალურად გამოიძიებს იმ საკითხს, თუ როგორ ვერ შეაჩერეს ოფიციალურმა პირებმა სროლა.
პალატის სასამართლო კომიტეტის წინაშე, FBI-ის დირექტორმა უპასუხა შეკითხვებს თავდასხმაში ეჭვმიტანილის, 20 წლის თომას კრუკსის შესახებ. კრისტოფერ ურეის თქმით, კრუკსი ინტერნეტში ეძებდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად შორს იმყოფებოდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელი მსხვერპლისგან.
მან ასევე აღნიშნა, რომ თავდამსხმელმა, სულ მცირე, 8 ტყვია ისროლა ტრამპის მიმართულებით, რომლის შედეგადაც ტრამპს ყური დაუზიანდა, შეკრების ერთი მონაწილე დაიღუპა, ხოლო 2 - დაიჭრა.
FBI-ის დირექტორის განცხადებით, მას ესმის, რომ ეს ჯერ კიდევ მრავალი უპასუხო კითხვაა. მისივე თქმით, თავდასხმის მოტივი გაურკვეველია. ურეის ინფორმაციით, ადამიანები კრუკსს მოიხსენიებდნენ, როგორც მარტოსულს და მისი სატელეფონო კონტაქტების სიაც მოკლე იყო.