25 ივნისი 2026,   01:14
ვრცლად
2025 წელს მზარდი იყო კორუფციულ დანაშაულზე რეაგირების შედეგები - გიორგი გვარაკიძე

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას კორუფციულ დანაშაულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2025 წელს მზარდი იყო კორუფციულ დანაშაულზე რეაგირების შედეგები.

"წინა 3 წელთან შედარებით, 2025 წელს ყველაზე მაღალი იყო გამოძიების დაწყების მაჩვენებელი,რაც შეეხება ბრალდებულ პირთა რაოდენობას 125-ს მიაღწია, გაიზარდა სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანის მაჩვენებელიც და მსჯავრი დაედო 84 პირს. ხაზგასასმელია, რომ 82 ბრალდებული კორუფციული დანაშაულის ჩადენისას დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სამსახურში",-განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

გენერალური პროკურორის განცხადებით, კორუფციულ დანაშაულზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტიანობის გასაზრდელად 2025 წელს სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს ბაზაზე შეიქმნა კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი, რომელიც დაკომპლექტდა მაღალკვალიფიციური კადრებით და სრულად აღიჭურვა საქმიანობისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.

გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, რომ გაიზარდა პროკურორთა და გამომძიებელთა რაოდენობა, რაც ხელს უწყობს დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევას.

დღის ამბები