ახალქალაქში, მდინარე ფარავნის ხეობაში, კლდოვან ფერდობზე იყო ძაღლი, რომელიც, დამოუკიდებლად, უსაფრთხო ადგილას ასვლას ვერ ახერხებდა.
მეხანძრე-მაშველებმა ცუგა, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, უვნებლად ამოიყვანეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.