05 სექტემბერი 2026,   04:54
ვრცლად
მსოფლიო ბანკი საქართველოში მელიორაციის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს დადებითად აფასებს

მსოფლიო ბანკი საქართველოში მელიორაციის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს დადებითად აფასებს. ამის შესახებ მელიორაციისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე ითქვა.

განხილვის მთავარი თემა სემეკის მიერ დამტკიცებული საირიგაციო წყლის მიწოდების წესები და ტარიფის დაანგარიშების მეთოდი იყო. მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა ქართველ სპეციალისტებს კომპანიის შემოსავლების დაბალანსებისთვის რამდენიმე მექანიზმი შესთავაზეს.

“მიმოვიხილეთ საირიგაციო წყლის მიწოდების წესები, რომლებიც დამტკიცებულია სემეკის მიერ, ასევე სემეკის მიერ ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგია. ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგია ითვალისწინებს საოპერაციო დანახარჯების ასახვას, შემოთავაზებული იყო რამდენიმე ვარიანტი და რამდენიმე მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის შემოსავლების დაბალანსებას კომპანიის მიერ გაწეულ საოპერაციო ხარჯებთან მიმართებაში,“ - აცხადებს წყლის რესურსების მართვის, ენერგეტიკისა და სემეკთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მამელი ქობალია.

დღის ამბები