თბილისში, იტალიურ ეზოში გაჩენილი ხანძრის შედეგად ქალი დაშავდა
16-05-2024 12:59
თბილისში, სულიკო ჟღენტის ქუჩაზე, იტალიურ ეზოში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად, ასაკოვანი ქალი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.