პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ხმაურია - მომიტინგეები პარლამენტთან დამონტაჟებული რკინის ჯებირების გახსნას ცდილობენ. ისინი, პროტესტის ნიშნად, ჯებირებზე აბრახუნებენ.
დემონსტრანტები აპროტესტებენ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღებას, ამასთან, მოითხოვენ იმ პირების გათავისუფლებას, რომლებიც დღევანდელი პროტესტის დროს დააკავეს. საუბარია იმ პირებზე, რომლებიც პარლამენტის შენობაზე სხვადასხვა შინაარსის წარწერას აკეთებდნენ.
პარლამენტთან ვითარება პერიოდულად იძაბება.