პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირი, უკვე რამდენიმე საათია, გადაკეტილია - საპროტესტო აქციის მონაწილეების მეორე ნაწილი ქვეყნის მთავარ გამზირზეა შეკრებილი და ამბობს, რომ მწვავე პროტესტისთვის ემზადება.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 19:00 საათზე სტუდენტური მარში გაიმართება.
თავისუფლების მოედანზე რჩება სპეცდანიშნულების რაზმის ნაწილი და სპეცტექნიკა, ნაწილი კი საკანონმდებლო ორგანოს ეზოშია მობილიზებული.