10 სექტემბერი 2026,   12:59
ვრცლად
აქცია ევროპის მოედანზე - კონკრეტული სამოქმედო გეგმა უკვე ცნობილია

აქცია ევროპის მოედანზე - კონკრეტული სამოქმედო გეგმა უკვე ცნობილია. ის აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სცენიდან გააჟღერა. დღეს მსვლელობა არ იგეგმება და ევროპული მარში ადგილზე გრძელდება, ხვალ კი აქციის მონაწილეები 22:00 საათზე შეიკრიბებიან დედაქალაქის მთავარ გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის გათევას აპირებენ.

ცნობილია, რომ ორშაბათს, 09:00 საათიდან დაგეგმილია სხდომა პარლამენტში. აქციის მონაწილეები გეგმავენ, სწორედ ხვალ საღამოს დარჩნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი პარლამენტის მუშაობის განახლებისთანავე გააპროტესტონ. 

რაც შეეხება ამ წუთებში ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციას, იქ პერიოდულად არის სიტყვით გამოსვლები, ასევე მიმდინარეობს კონცერტი. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგნელებიც.

დღის ამბები