11 სექტემბერი 2026,   08:12
ვრცლად
გასულ ღამით მოვლენათა ეპიცენტრი გმირთა მოედანი იყო - რა ხდებოდა წუხელ თბილისის ქუჩებში

გასულ ღამით მოვლენათა ეპიცენტრი გმირთა მოედანი იყო - ქალაქის მთავარი სატრანსპორტო კვანძი და მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებს რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული ჰქონდათ.

რეზონანსული კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა შეკრება გმირთა მოედანზე და პარლამენტთან გუშინ, საღამოს 19:00 საათისთვის დაიწყეს. მოგვიანებით, რუსთაველის გამზირიდან დემონსტრანტები გმირთა მოედანზე მყოფებს შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები თბილისის ცენტრში ანთებული ტელეფონებითა და დროშებით ხელში გადაადგილდებოდნენ. დემონსტრანტთა ნაწილმა გმირთა მემორიალის გარშემო წრე შეკრა - ახალგაზრდები საკუთარ პროტესტს ცეკვით გამოხატავდნენ. ისინი "ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში ხელახლა შეტანილი კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვენ.

გაგრძელდება თუ არა პროტესტი აღდგომის დღესასწაულზე? - აქციის ორგანიზატორებს ამ მიმართულებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

დღის ამბები