ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მამარდაშვილი ქართველ გულშემატკივარს მადლობას უხდის. მისი თქმით, საბერძნეთთან დაპირისპირება საკმაოდ რთული იყო.
"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რადგან არა მარტო დღეს, არამედ მთელი ეს წელიწად-ნახევარი, 2 წელი რაც იყო, გვერდში გვიდგანან და გვამხნევებენ. მათი დიდი დამსახურებაა დღეს, რომ ვართ აქ და მიხარია, რომ ისინი გავაბედნიერეთ. მთლიანად თამაში ძალიან რთული იყო, ვიცოდით, რომ ფინალი იყო და ფინალი არის სულ დაძაბული, არ იცი რა მოხდება და დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ და რთული იყო. ემოციური თამაში იყო, იმიტომ, რომ გვინდოდა, რომ ეს ხალხი გაგვეხარებინა, ისინი იმსახურებენ ამას და გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენ დავწერეთ ისტორია,“ - განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.
საქართველოს ნაკრები, პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.