14 სექტემბერი 2026,   13:12
ვრცლად
მადლობა ქართველ გულშემატკივარს! 120 წუთი ასეთი გულშემატკივრობა არცერთ სტადიონზე არ მინახავს - ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ. ფეხბურთელმა ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმას, ამბობს, რომ მას ფეხი მხოლოდ დაეჭიმა და თამაშს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

"ჩვენც ვამაყობთ თქვენით, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება, ზოგს არ სჯეროდა ჩვენი. არა უშავს, ახლა დაიჯერებენ. უბედნიერესები ვართ, ასეთი ემოცია არასდროს არ მქონია ცხოვრებაში! მადლობა ქართველ გულშემატკივარს - 120 წუთი ასეთი გულშემატკივრობა არსად მინახავს, ბევრ სტადიონზე მაქვს ნათამაშები, მაგრამ ასეთი რამ არ მინახავს. თქვენ იყავით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ დღეს ჩვენ გავიმარჯვეთ. საბერძნეთი ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ მწვრთნელებთან ერთად ტაქტიკურად ძალიან მომზადებული ვიყავით და გამოჩნდა კიდეც. მარტო ჩაწოდებაზე იყვნენ ორიენტირებულები და ჩვენც კარგად დავიცავთ თავი. მადლობა მცველებს!" - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

დღის ამბები