თვითმხილველები, მოსკოვის ცენტრში მომხდარი ტერაქტის შესახებ ჰყვებიან:
"როდესაც კვამლი შემცირდა, დავინახე, თუ როგორ ისროდნენ და დავინახე დაჭრილებიც. შემიძლია გითხრათ, რომ ათეულზე მეტ ადამიანზეა საუბარი".
"ჩვენ დარბაზის აივანზე ვისხედით, სროლა რომ გავიგონეთ. ჯერ ვერ გავიგეთ, რა ხდებოდა, მაგრამ მალევე დავინახეთ ტერორისტები, რომლებმაც ადამიანების ჩაცხრილვა დაიწყეს და მოლოტოვები ისროლეს. გაჩნდა ცეცხლი. ჩვენ გასასვლელისკენ გაგვიყვანეს, თუმცა ის დაკეტილი იყო, ამიტომ მოგვიწია მთელს "კროკუს სითიში" სირბილი. გამოსასვლელი ვერ ვიპოვეთ. ბოლოს, სარდაფში ჩავედით და შველას დაველოდეთ", - აცხადებენ თვითმხილველები.
მოსკოვის რეგიონის გუბერნატორი ანდრეი ვორობიოვი კი ამბობს, რომ კროკუსში დამწვარი ფართი საკმაოდ დიდია და, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომხდარზე მეტი ინფორმაცია იქნება ცნობილი.
მოსკოვის საკონცერტო დარბაზში - "კროკუს სითი ჰოლში“ შეიარაღებული თავდასხმისა და აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა. დაშავებულია 115 ადამიანი, ათობით პირი კი დაკარგულად ითვლება.