წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში, "საქართველოს მელიორაციის" ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის წარმომადგენლები და დაბა სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები სიონის წყალსაცავზე იმყოფებოდნენ.
რეგიონული სამსახურის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს წყალსაცავზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობა დაათვალიერებინეს, გააცნეს წყალსაცავის ისტორია და მუშაობის სპეციფიკა.