საჯარო ლექცია ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის - მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორისა და ტელეკომ-ბაზრის გახსნის შესახებ ინფორმაცია ახალგაზრდებს, კომუნიკაციების კომისიამ მიაწოდა.
სტუდენტები გაეცნენ როგორც ტრადიციული, ისე ახალი მოდელის მობილური ოპერატორების ფუნქციონირებას, მობილური ქსელის ოპერატორსა და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორს შორის განსხვავებებს.
განიხილეს ქართულ ტელეკომ ბაზარზე არსებულ მდგომარეობა და ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარების მიმართულებები.
ავტორი: ქეთი მარსაგიშვილი