16 სექტემბერი 2026,   00:08
ვრცლად
ზესტაფონი-ქუთაისის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

ქუთაისის შემოვლით გზაზე, სოფელ ქვედა სიმონეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები