14 სექტემბერი 2026,   19:18
ვრცლად
საქართველოში მაღალი მოცულობის ან სიჩქარის კალათების ფასი, ევროპული ქვეყნების საშუალო ფასთან შედარებით გაცილებით მაღალია - ბრიტანელი ექსპერტი

ბრიტანელი ექსპერტი, რომელიც საქართველოში სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებით კვლევას ხელმძღვანელობდა, საკითხთან მიმართებით დამატებით განმარტებებს აკეთებს.

ჯოზი სეფტონი აცხადებს, რომ საქართველოში მაღალი მოცულობისა და სიჩქარის მობილური და ფიქსირებული მომსახურებები, კვლევაში შემავალი ევროპული ქვეყნების საშუალო ფასზე მნიშვნელოვნად ძვირია.

კვლევა საქართველოში ბრიტანულმა ორგანიზაციამ კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩაატარა. უწყების განმარტებით, ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შემდეგ ვითარების გასაუმჯობესებლად შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

"საქართველოში მაღალი მოცულობის ან სიჩქარის კალათების ფასი, ევროპული ქვეყნების საშუალო ფასთან შედარებით, გაცილებით მაღალია. ეს ნიშნავს, რომ ქართველ მომხმარებლებს, რომელთაც უფრო მაღალი მოხმარების მოთხოვნები გააჩნიათ, ევროპელებთან შედარებით საშუალოზე მაღალი ფასის გადახდა უწევთ. ეს დასკვნა ძალიან დიდ გავლენას ახდენს საქართველოში მობილურ მომსახურებებზე, საქართველოში თითქმის ყველა მომხმარებელი სარგებლობს დაბალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტით და უფრო სწრაფ პაკეტებს, აბონენტების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იყენებს.

ვიდრე საქართველოში მაღალი მოცულობისა და მაღალი სიჩქარის მომსახურებებზე ფასები არ დაიწევს, მომხმარებლები იძულებულები იქნებიან მიიღონ დაბალი მოცულობისა და სიჩქარის მომსახურებები, რაც შემზღუდველია", - განაცხადა ჯოზი სეფტონიმ.

დღის ამბები