ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო გახდა. სტრასბურგში მასშტაბური მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე ორი ახალი პროექტის პრეზენტაცია შედგა.
თავმჯდომარეობის ფარგლებში, იგეგმება ჩვენს ქვეყანაზე ფოკუსირება, კულტურის, კერძოდ, აუდიოვიზუალური, მედია და კინემატოგრაფიის, ასევე მომიჯნავე სფეროებში მიღწევების წარმოჩენა და გაზიარება.