13 ივნისი 2026,   21:29
ვრცლად
ვინ არის პატიმართა ჯგუფურად გაქცევის საქმეზე მეორე დაკავებული - "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ის მსჯავრდებულების ახლობელია

ვინ არის პატიმართა ჯგუფურად გაქცევის საქმეზე მეორე დაკავებული? - "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ის მსჯავრდებულების ახლობელია, რომელიც მათ კლინიკიდან გაქცევაში ეხმარებოდა. პირი სამართალდამცველებმა დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო ორი დღის წინ აიყვანეს. მისთვის ბრალის ოფიციალურად წაყენება დღეს უნდა მოხდეს.

სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს დაკავებულის აღმკვეთის ღონისძიებაზე სასამართლოც. პირველ ნოემბერს "ავერსის" კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის გამო დაკავებულია ასევე საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელი. ივერი ნატრიაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გაქცეული პატიმრები კი, მეორე დღესვე დააკავეს.

დღის ამბები