ავერსის კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულს, ბრალს დღეს წარუდგენენ. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, მსჯავრდადებულთა ჯგუფურად გაქცევის შეუტყობინებლობისთვის, ერთი პირი დააკავა. საგამოძიებო მოქმედების დეტალებზე უწყება არ საუბრობს.
"ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმარი პირველ ნოემბერს გაიქცა. სამართალდამცველებმა სამივე მათგანი დააკავეს, დაკავებულია ასევე საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელი, ივერი ნატროშვილი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.