საქართველო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, Bloomberg-ზე ცნობილმა იუთუბერებმა ჯეიმ პოულ სპარფორდმა და ბენჯამინ დევიდ ებრელმა კახეთის შესახებ ვიდეორგოლი მოამზადეს. გადაცემის "Sorted Food" წამყვანებმა საქართველოში Bloomberg-თან ერთად იმოგზაურეს.
ვიდეორგოლში "Glimpses of Georgia: Kakheti" კახეთის ტურისტული ადგილებია ნაჩვენები. "Sorted Food”-ის წამყვანებმა ჩურჩხელის ამოვლებაში, პურის ცხობასა და ყურძნის დაწურვაში მიიღეს მონაწილეობა. 3-წუთიან ვიდეორგოლში ნაჩვენებია კახეთის ვენახები და მარნები.
გადაცემას "Sorted Food" Youtube-ზე 2,7 მილიონი გამომწერი ჰყავს. Sorted Food-ის გუნდი, Bloomberg-ის კამპანიის ფარგლებში, Youtube-ის მომხმარებლებს საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, კულტურას, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს აცნობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, Bloomberg-ი საქართველოს შესახებ, სტატიასა და ვიდეორგოლთან ერთად, საიმიჯო რეპორტაჟს გამოაქვეყნებს. მიმდინარეობს სარეკლამო კამპანია სოციალურ მედიაში, (Facebook, Twitter, Instagram, Youtube, TikTok) რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება.
„Bloolberg-ზე მარკეტინგული კამპანიის მიზანია საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა“, - აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.