27 სექტემბერი 2026,   00:09
ვრცლად
საბურთალოს რაიონის გამგეობამ ოთარ ონიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ ოთარ ონიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი, ასევე, მოეწყო ბორდიურები.

საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას გამოიცვალა გაზის მილიც. ქუჩაზე სხვლა- ფორმირება ჩაუტარდა ხეებს. პროექტის დასრულების შემდეგ, ონიაშვილის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება, რაც აქამდე, პროექტის მიმდინარეობის გამო, შეზღუდული იყო.

საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე აცხადებს, რომ დღეიდან ქუჩაზე გადაადგილება კომფორტული იქნება.

"დღეს ვასრულებთ, ონიაშვილის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. სამუშაოები 9 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობდა. ასევე, გამოიცვალა გაზის მიმწოდებელი ცენტრალური მილი, მოეწყო ბორდიურები, დაიგო ორფერიანი ასფალტის საფარი და დღეიდან მოსახლეობისთვის ამ ქუჩაზე გადაადგილება კომფორტული იქნება,"- აცხადებს გიზო ვასაძე.

დღის ამბები