



შსს-მ გაავრცელა ფადული ჩანაწერები, სადაც ისმის, თუ როგორ აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს "კანონიერი ქურდები" - ჩანაწერებში ისმის მუქარა და მძიმე დიალოგები.
შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა თბილისში, ბათუმში, ლანჩხუთსა და ცაგერში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს, 2 ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი წარედგინა.
ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. ისინი ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ.