ახალგაზრდა ქალის გატაცებისთვის, წამება-გაუპატიურებისა და ტრეფიკინგისთვის, დაკავებულია ცნობილი თურქი მოდელი ქალი გიზემ კარამელაკი, თანამზრახველები მოდელის ძმა და კიდევ სამი პირი არიან.
გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, იძულებით შეაჭრეს თმები, ძალდატანებით მისცეს ნარკოტიკული საშუალებები და მასზე სექსუალურად იძალადეს. 4 დღიანი ძალადობის შემდეგ, თურქმა მოდელმა მსხვერპლ ქალთან ერთად გაქცევა საქართველოში სცადა.
გავრცელებული ინფორმაციით, გიზემ კარამელაკმა დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა. სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებად დევს მოდელის ტელეფონიდან ამოღებული დანაშაულის დამადასტურებელი ათობით ვიდეოჩანაწერი.