29 ივნისი 2026,   21:42
ვრცლად
ავსტრიაში, ავტოავარიის შედეგად 4 პირი გარდაიცვალა, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც

ავსტრიაში, პოლონური მიკროავტობუსის ავარიის შედეგად, 4 უკრაინელი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა პოლონური სანომრე ნიშნის მქონე მანქანა ავსტრიის გზატკეცილის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

ადგილობრივი მაშველების თქმით, დაღუპულთა შორის 3 წლის და 7 თვის ბავშვები და მათი ბებია და ბაბუაა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მძღოლის თქმით, მას საჭესთან ჩაეძინა და მართვაზე კონტროლი დაკარგა.

დღის ამბები