თბილისში, კიევის ქუჩაზე, გუშინ საღამოს სროლის ხმა იყო. ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მობილიზებულნი.
როგორც "კურიერს" ადგილობრივები უყვებიან, გაიგონეს 20-მდე გასროლის ხმა, რის შემდეგაც სავარაუდო თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა. დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.