14 ივნისი 2026,   04:45
ვრცლად
სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გაისროლა, შემდეგ კი ნაჯახით სახლში მიუვარდა - რა დეტალებს იხსენებს ხონში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულის დედა

ხონის მუნიციპალიტეტში, გვიან ღამით მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი სისხლიანი გარჩევით დასრულდა. 

მხარეებს შორის კონფლიქტი წარსულშიც იყო. როგორც დაკავებულის დედა იხსენებს, გარდაცვლილი მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, ჯერ სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გაისროლა, შემდეგ კი ნაჯახით სახლში მიუვარდა, რასაც კონფლიქტი მოყვა.

ბრალდებულმა დაცვის მიზნით ცივი იარაღი გამოიტანა და მეზობელს გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლითაა დაწყებული.

დღის ამბები