წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი 15 წლის ბიჭის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც "რუსთავი2-ს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ცნობისთვის, წყნეთში, უბედური შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, კუსტარულად გაყვანილმა ელექტროსადენმა 15 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა.