14 ივნისი 2026,   04:41
ვრცლად
სროლა თელეთში - დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს

სროლის ხმა ისმოდა დღის ბოლოს კასპის მუნიციპალიტეტში. სოფელ თელეთში დაჭრილია ერთ მამაკაცი. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმის განმარტებით, პაციენტს ორი ჭრილობა აქვს მიყენებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სროლის ფაქტზე საუბრობენ სოფელ თელეთშიც, თუმცა ადგილობრივები დამატებით დეტალებს ვერ აკონკრეტებენ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები გვიანობამდე მუშაობდნენ. დაწყებულია გამოძიება.

 

დღის ამბები