29 ივნისი 2026,   11:26
ვრცლად
რუსულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში სუმის ოლქის 9 სასაზღვრო დასახლება დაბომბეს - დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავდა 21

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია. რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, სუმის ოლქის 9 სასაზღვრო დასახლება დაბომბეს, დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავდა 21.

რუსულმა არმიამ ქალაქი ხერსონი დაბომბა - დაიღუპა ორი ადამიანი. იერიშები იყო ზაპოროჟიეშიც, არიან დაშავებულები.

მედიის ცნობით, სხვადასხვა დროს მოსკოვის მიმართულებით თავდასხმა განხორციელდა ოთხი დრონით, თუმცა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ყველა მათგანი ჩამოაგდეს. დღესვე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტი დროებით დახურეს.

დღის ამბები