მიუსაფარი ძაღლის მკვლელობის ფაქტზე წალკაში ერთი პირი დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ძაღლს მოქალაქემ ჯერ ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა, ცხოველს მიუახლოვდა და სავარაუდოდ, კიდევ რამდენჯერმე ესროლა.