29 ივნისი 2026,   03:49
ვრცლად
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოსკოვზე თავდასხმას ტერორისტულ აქტად აფასებს

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას მოსკოვის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის განხორციელებაში ადანაშაულებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინულის ხელისუფლება მოსკოვს, 8 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს.

"კიევის რეჟიმის მიერ, უპილოტო საფრენი აპარატებით მოსკოვზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა.თავდასხმაში 8 უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა. ამ დროისათვის, ყველა მათგანი განადგურებულია. სამმა დრონმა, რადიო-ელექტრონული საშუალების გამოყენების შემდეგ, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. კიდევ ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი, Pantsir-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარებმა ჩამოაგდეს", - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

დღის ამბები