30 ივნისი 2026,   19:37
ვრცლად
საერთაშორისო სასამართლო რუსეთის საშინელი დანაშაულების გამოძიებას განაგრძობს - ევროსაბჭოს გენერალური მდივანი

საერთაშორისო სასამართლო რუსეთის საშინელი დანაშაულების გამოძიებას განაგრძობს - ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეი-ჩინოვიჩ ბურიჩმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

თემატურ დისკუსიაში სახელად, "გავხადოთ რუსეთი პასუხისმგებელი" - ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ რუსეთი იურიდიულ ვალდებულებებს ვერ გაექცევა.

ასევე, ბურიჩმა თავის გამოსვლაში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების საქმეც გაიხსენა და საქართველოში 2008 წელს მომხდარი მოვლენებიც ახსენა.

დღის ამბები