29 სექტემბერი 2023,   22:13
ვრცლად
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი საქართველოს სუპერლიგის გამარჯვებულია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი საქართველოს სუპერლიგის გამარჯვებულია.

ფინალურ სერიაში თსუ-მ რუსთავის კალათბურთელთა გუნდი 3-2 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. 
 
გადამწყვეტი მეხუთე შეხვედრა, რუსთავში გაიმართა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თსუ-ს კალათბურთელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეოთხე მეოთხედში მოიპოვეს და მეტოქე 87-75 დაამარცხეს. 
 
საუკეთესო კალათბურთელი ორივე გუნდის შემადგენლობაში თსუ-ს ლიდერი დაიმონ ჰენსონი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 31 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა. ფინალური შეხვედრის დასრულებისთანავე, დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
დღის ამბები