ფოთში, "ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა" პროფესორ რიჩარდ სუინბერნს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი სუინბერნი თანამედროვე რელიგიის ფილოსოფიის წარმომადგენელია. იგი არის ბრიტანეთს აკადემიის წევრი და ჯეიმს ჯოისის პრემიის ლაურეატი.
1996 წლიდან სუინბერნი მართლმადიდებელი ეკლესიის წევრია. მას წოდება ქრისტიანული აზროვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.