01 ოქტომბერი 2026,   00:57
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი უდიდესი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობს, სწორედ ამიტომ უტევენ ბინძური მეთოდებით - ყველას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი - ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის პოსტზე

"ყველა შესაძლო გზითა და სცენარით უტევენ... რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებაა, ყველას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა, რითაც ბერა ივანიშვილის პოსტს გამოეხმაურა.

ირაკლი კირცხალიას თქმით, კონკრეტული ჯგუფები მუდმივად ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის სახელი შებღალონ.

"ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის სახელი უდიდესი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობენ და ისარგებლებენ ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და ისტორია დაინახავს. ყველა შესაძლო გზითა და სცენარით უტევენ - შვილს, ქველმოქმედებას თანხის კეთებას არქმევენ.

ერთი სიუჟეტი გაკეთდა, გამორჩეულად ვიხსენებ ამ სიუჟეტს, მისი ოჯახის წევრის ობიექტი იყო, სახლი თუ შენობა იდგა საბურთალოს რაიონში და მის გვერდით ადამიანს ჰქონდა თავის შენობა შემოღობილი, აქ მოხდა რაღაც ამბავი, ვიღაც დაჭრეს თუ დააკავეს. სიუჟეტი დაიწყო, რა მოხდა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრის არსებულ ობიექტზეო - კატასტროფა. აბასთუმანი სამოთხეს დაემსგავსა და "ბელგიური შოკოლადისფრად" შეღებილ სახურავზე საუბრობენ - ავადმყოფობასთან გვაქვს საქმე. ვინ აკეთებს ამ ყველაფერს - "ფორმულა" ე.წ. ტელევიზიები, რომლებიც ვიცით, ვისი ფულიდან ფინანსდება. ვიცით, რა საქმეები აღძრული მათი დამფუძნებლისა და დამფინანსებლის წინააღმდეგ.

რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებაა, ყველას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი. ეს არის ავტორიტეტებთან ბრძოლა, ერთ-ერთი მეთოდი იმ ბინძური სცენარის, რომელიც არის ჩვენ ქვეყანაში, თუ როგორ გახადონ ჩვენი ქვეყანა მოწყვლადი, გაანადგურონ ყველაფერი რასაც საზოგადოება პატივს სცემს", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

დღის ამბები