მოზარდზე ძალადობის ბრალდებით იმერეთში დაკავებულ მამას და ბიძას ოფიციალური ბრალი, სავარაუდოდ, დღეს წარედგინებათ. ორივე მათგანი არასრულწლოვანის ჩვენების საფუძველზე აიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მშობლებს შორის კონფლიქტს უკავშირდება, რომლებიც წლებია გაშორებულები არიან. დაკავებულები წყალტუბოს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. საქმის დეტალები არ ხმაურდება.