29 სექტემბერი 2026,   23:02
ვრცლად
"ყვარლის ტბის" ტერიტორიაზე, სადაც მედიის ინფორმაციით, ლავროვის ოჯახის წევრები იმყოფებიან, აქცია იმართება - ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა

სასტუმრო "ყვარლის ტბის" ტერიტორიაზე, სადაც მედიის ინფორმაციით ლავროვის ოჯახის წევრები იმყოფებიან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც.

ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც სასტუმროს ტერიტორია ერთმა ავტომობილმა დატოვა, რომელსაც შეკრებილები შეძახილებით დახვდნენ. აქციის მონაწილეები პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, დაკავებულია რამდენიმე მათგანი. ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

დღის ამბები