ოკუპირებულ ცხინვალში ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში რჩება 36 წლის ლევან ასლანიკაშვილი. ის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუშინ, სოფელ ერგნეთის მიმდებარედ დააკავეს.
როგორც ასლანიკაშვილის დედა და მეგობრები ჰყვებიან, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ცხინვალში წასვლის გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღო და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მავთულხლართების ღობიდან გადავიდა, რის შემდეგაც ის დააკავეს.
ლევან ასლანიკაშვილის გასათავისუფლებლად ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი.