14 ივნისი 2026,   08:05
ვრცლად
პისტოლეტები, მჭიდები, ვაზნები, კარაბინი, ოპტიკური სამიზნე, ხელყუმბარები, ავტომატები -პოლიციამ უკანონო იარაღი ამოიღო

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 14 პირია დაკავებული.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამოღებულია პისტოლეტები, მჭიდები, ვაზნები, კარაბინი, ოპტიკური სამიზნე, ხელყუმბარები, ავტომატები და სანადირო თოფები.

დღის ამბები