მამის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაში რჩება. რუსთავის საქალაქო სასმართლომ, დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
21 წლის კობა კობახიძე პოლიციას თავად ჩაბარდა. როგორც "კურიერს" ადგილობრივები უყვებიან, ახალგაზრდა მამაკაცი, მამისგან ოჯახის წევრებს იცავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა.