16 სექტემბერი 2026,   18:43
ვრცლად
ალუდა ღუდუშაური თამაზ ბორაშვილზე: მის პროფესიონალიზმთან და კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, არის ძალიან მაღალი შეფასება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი თამაზ ბორაშვილია. მისი კანდიდატურა პარლამენტმა 83 ხმით დაამტკიცა. დეპუტატებმა სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით აირჩიეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა ორი დღის წინ წარადგინა - მას შემდეგ, რაც ეს თანამდებობა გეკა გელაძემ დატოვა. ბორაშვილს სამართალდამცავ უწყებაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, ის ამ დრომდე იკავებდა სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატის პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია მაღალი შეფასებით სარგებლობს. მისი თქმით, კანდიდატის პროფესიული რეპუტაცია და გამოცდილება მიუთითებს, რომ მისი ხელმძღვანელობის პირობებში სახელმწიფო უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერდება და ინსტიტუციურად განმტკიცდება.

"მის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით არის ძალიან მაღალი შეფასება, მის კვალიფიკაციასთან არის ძალიან მაღალი შეფასება. ოპონენტებიც კი ვერ სვამენ კრიტიკულ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი პროფესიონალიზმი ან მისი განვლილი გზა რაიმე ჩრდილის ქვეშ არის, შესაბამისად, ის, რომ მისი მაღალი პროფესიული რეპუტაცია, ცხადია არის, რომ ყველასთვის არის იმის მანიშნებელი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება იქნება ძალიან მაღალ დონეზე და კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება და გაძლიერდება ინსტიტუციურად“, - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური.

დღის ამბები