მათე ნიორაძემ აშშ-ში, "Gettysburg College"- ის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა, უნივერსიტეტი მის 4 წლიან სწავლას 290 000 ამერიკული დოლარით დააფინანსებს.
მათემ მედალზე დაამთავრა თბილისის N 60 საჯარო სკოლა, არის ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის მონაწილე და გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კენის საჯარო სკოლის დამამთავრებელი გამოშვების N 1 სტუდენტი.
წელს, მათეს მიერ სხვადასხვა ამერიკული უნივერსიტეტიდან მიღებული სტიპენდიების ჯამური ღირებულება 1 000 000 ამერიკულ დოლარს აჭარბებს