16 ივნისი 2026,   14:34
ვრცლად
სავარაუდო გარყვნილი ქმედების ფაქტები არასრულწლოვანებზე - იმერეთში, სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა

არასრულწლოვანებზე სავარაუდო გარყვნილი ქმედების ფაქტები იმერეთში - გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა.

მოსწავლეებმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბეს, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო. ფაქტის გახმაურების შემდეგ, თანამდებობა დატოვა ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა, რომელიც მძღოლის მეუღლეა.

სავარაუდო დამნაშავის ახლობლები დეტალებზე არ საუბრობენ. მომხდარზე საუბარი უჭირთ არასრულწლოვანების ოჯახშიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო. მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვანები. ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დამატებით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, საქმეზე გრძელდება გამოძიება, ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება.

გამოძიების ფარგლებში, მოხდება ყველა იმ პირის დაბარება ვისაც აქვს ნებისმიერი ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით.

დღის ამბები