"კურიერმა" მოიპოვა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევაა ასახული. კადრებში ჩანს თავდასხმის მომენტი.
"გიჩო", იგივე გივი მარგველაშვილი ტელეფონზე საუბრობდა, რა დროსაც თავდამსხმელმა მისი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. შემდეგ კი, გივი მარგველაშვილის დაცვამ განახორციელა საპასუხო გასროლა თავდამსხმელის მიმართულებით, რის შედეგადაც საბა გახოკია ადგილზე გარდაიცვალა.
ასევე, "კურიერმა" მოიპოვა მობილურით გადაღებული კადრებიც, რომელიც შემთხვევიდან რამდენიმე წუთის შემდეგაა გადაღებული. კადრებში ჩანს გარდაცვლილი საბა გახოკია და ასევე დაჭრილი გივი მარგველაშვილი იგივე გიჩო დაცვასთან და ოჯახის წევრებთან ერთად. მასალაში გარდაცვლილს გვერდით ის იარაღიც უდევს, რომლითაც რამდენიმე გასროლა განახორციელა.