29 სექტემბერი 2026,   12:18
ვრცლად
ხმაურია ქუთაისში დევნილთა სააგენტოში - იძულებით გადაადგილებული პირები ბინების გადანაწილების პროცესს აპროტესტებენ

ხმაურია ქუთაისში დევნილთა სააგენტოში. იძულებით გადაადგილებული პირები ბინების გადანაწილების პროცესს აპროტესტებენ. მათი თქმით, წლებია ბინებს ელოდებიან, თუმცა სიაში აღარ არიან.

როგორც დევნილები განმარტავენ, ქულები გაუნულეს და ბინებს არ აძლევენ. ისინი ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და ბინების მიმღებთა სიაში დაბრუნებას ითხოვენ. ადგილზე იმყოფებიან სააგენტოს წარმომადგენლები.  

სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბინების გადანაწილებასთან დაკავშირებით განცხადება ოფიციალურ გვერდზე დევს და ჯერჯერობით დამატებითი კომენტარი არ გაკეთდება. 

დღის ამბები