პარლამენტმა ახალი საგადასახადო ინიციატივის განხილვა დაიწყო. საუბარია ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმებაზე. ინიციატივა დეპუტატებმა პირველი მოსმენით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. დღესვე, საკითხი სესიაზე გადის.
ცვლილების შედეგად, 81 000 მოქალაქეს ქონების გადასახადი სრულად გაუუქმდება. 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში კი განაკვეთი 1% იქნება.
კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ და კვირის ბოლომდე მიიღებენ.
"ჩვენი მიზანი რა იყო? ერთადერთი, რომ მცირეშემოსავლიან მოსახლეობას არ დააწვეს კიდევ კისერზე დამატებით ქონების გადასახადი და გავათავისუფლოთ ქონების გადასახადისგან. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 10%-ით მატულობს ხელფასი, 61%-ით მოიმატა საჯარო სექტორში, კერძოში კიდევ უფრო მეტი მოიმატა, ძალოვნებში გაორმაგდა, და ორმოცზე ძალიან ბევრი ხალხი გავიდა, 40 000-ზე. ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს საკმარისია და ისინი შეძლებულები არიან. ამიტომ, ვთვლით, რომ 100 000 არის ის თანხა ამ ეტაპზე, რომელშიც განთავისუფლებული უნდა იყოს მოსახლეობა. ფიზიკურ პირებზეა აქ მხოლოდ საუბარი. რაც შეეხება, ვის ეხება, ეს არის, კიდევ ერთხელ, 22 მილიონ ლარზე მეტი თანხა იქნება და არ შევა ბიუჯეტში და, როგორც ვთქვი, 81 000 ოჯახს, რომელიც ასიათასობით ადამიანია", - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ.