რუსთავის მერია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან ერთად, პრიორიტეტების განსაზღვრის ახალ ეტაპს იწყებს.
მაისის ბოლომდე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების დეპუტატებთან ერთად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ყველა თავმჯდომარეს შეხვდება და ქალაქში მიმდინარე, თუ დაგეგმილ პროექტებს მათთან ერთად განიხილავს.
კამპანიის პირველ შეხვედრაზე, ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის ახალი განვითარების კონცეფცია და უკვე მიმდინარე პროექტები, ჭყონდიდელის დასახლების და მე-20, 21-ე მიკრორაიონების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან შეხვედრების შედეგად გამოკვეთილი საკითხები, რუსთავის მერიის 2024 წლის სამოქმედო გეგმის ერთ- ერთი პრიორიტეტი იქნება.