ნუცა ბუზალაძე "ამერიკის ვარსკვლავს" გამოეთიშა. ის ათეულში ვერ მოხვდა. ქართველმა მომღერალმა ქუინის ცნობილი ჰიტი შეასრულა და ჟიურისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა. მისი მენტორი მომღერალი, ადამ ლამბერტი იყო.
"დაივიწყე ციფრები - 1, 5, 7, 10, 20 - ამას მნიშვნელობა არ აქვს. შენ ხარ ვარსკვლავი, მნიშვნელობა არ აქვს რომელ რაოდენობაში მოხვდები. გახსოვდეს, შენ ეს შეძელი",- უთხრა ლიონელ რიჩიმ ნუცა ბუზალაძეს.