01 ოქტომბერი 2026,   19:07
ვრცლად
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს, სუფსასა და ხაჯალიას მალე ახალი საბავშვო ბაღები ექნება - სამუშაოები უკვე დასკვნით ეტაპზეა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს - სუფსასა და ხაჯალიას მალე ახალი საბავშვო ბაღი ექნება. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს 100-100 ბავშვზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულებების მშენებლობა. სამუშაოები უკვე დასკვნით ეტაპზეა. პროექტის ღირებულება ჯამში 8 200 000 ლარია. 

 

ავტორი: მაია გრიგოლია 

 

დღის ამბები