01 ოქტომბერი 2026,   20:35
ვრცლად
რომელი მასშტაბური აქცია გაუკეთებია "ნაციონალურ მოძრაობას" აქამდე, ესეც კრახისთვის განწირული დღე იქნება მათთვის - ირაკლი ჭეიშვილი

რამდენიმედღიანი ანონსის და მოწოდებების მიუხედავად, "ნაციონალურმა მოძრაობამ" სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მითითებულ დროს ვერ დაიწყო.

პარტიის წევრები ამტკიცებენ, რომ აქციის მონაწილეები ჯერ კიდევ შეკრების პროცესში არიან. "ნაციონალური მოძრაობის" აქცია რიყის პარკში 17:00 საათზე იყო დაანონსებული.

მმართველ გუნდში სააკაშვილისა და მისი გუნდის მორიგ კრახზე საუბრობენ.

"ეს არის პროვოკაციული ორგანიზაცია და ცდილობენ იქ გამართონ აქცია, სადაც მათ აკრძალული აქვთ. არის სხვა ადგილებიც, სადაც მათ შეუძლიათ აქციის გამართვა, მაგრამ ზოგადად ორგანიზაცია არის პროვოკაციული და პროვოკაციის გარეშე ვერ ძლებენ.

კანონის სრული სიმკაცრით იქნება დასჯილი ის, ვინც ამ პროვოკაციას წამოეგება. რა მასშტაბის იქნება, ყველა კარგად დაინახავს ამას. საერთოდ რა გაუკეთებიათ აქამდე, რომელი მასშტაბური აქცია გაუკეთებია "ნაციონალურ მოძრაობას", ესეც იქნება ჩვეულებრივად კრახისთვის განწირული დღე მათთვის,"- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.

დღის ამბები